თბილისის N71 საჯარო სკოლამ ყველაზე აქტიური სკოლის სტატუსი მოიპოვა
15-11-2018
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტ „დებატების საქალაქო ტურნირის“ დახურვის ცერემონიალი.

ტურნირის გამარჯვებულებს და წარმატებულ სპიკერებს გადაეცათ ფულადი პრიზები თბილისის მერიის წარმომადგენლის და საქარველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მიერ. ასევე, დასკვნით ღონისძიებაზე მოხდა პროექტის ყველა მონაწილის სერტიფიცირება. 

თბილისის N71 საჯარო სკოლა აღნიშნული პროექტის ყველაზე აქტიურ სკოლად დაასახელეს.
პროექტი „დებატების საქალაქო ტურნირი“ განხორცილდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. 

პროექტი მიზნად ისახავდა მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ადვოკატირების სწავლებას და მათ აქტიურ ჩართვას საკუთარი ქალაქის განვითარებაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203