სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება.
პედაგოგიური კოლექტივი ცდილობს მოსწავლეებს შეუქმნას კარგი და სასიამოვნო გარემო.
სკოლაში სწავლობს 97 მოსწავლე, მათ შორის, აგრეთვე, არიან შშმ მოსწავლეები.
უახლოეს მომავალში სკოლას დაგეგმილი აქვს შშმ მოსწავლეებისთვის რესურს ოთახის და სველი წერტილის მოწყობა. მალე სარემონტო სამუშაოები დაიწყება.
დაწყებითი კლასის მასწავლებელი დიდი ენთუზიაზმით ემზადება პირველი კლასის მისაღებად. მაქსიმალურად ცდილობს სასიამოვნო გარემო შეუქმნას პირველკლასელებს.
განახლებულ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს წიგნების გადაცემის მოსამზადებელი ეტაპი.
2015-2016 სასწავლო წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯაროსკოლა დაამთავრა 13-მა მოსწავლემ, მათ შორის სტუდენტი გახდა 7.
აკეთის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ წელს უსურვებს.