ჯვარის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემაში აქტიურად არიან ჩართული
15-11-2018
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართული კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემაში.

წელს სკოლის პედაგოგმა ეკატერინე სალიამ სტატუსი აიმაღლა და უფროსი მასწავლებელი გახდა. 

მანამდე უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს ეკა გამახარიამ და ელგუჯა ფიფიამ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203