ჩოჩხათის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავს
15-11-2018
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ჩოჩხათის საჯარო სკოლის 15 კურსდამთავრებულიდან 12-მა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტუდენტი გახდა. მათ შორის, ერთი-ერთია თამარ სივსივაძე, რომელმაც 70%-იანი გრანტი მოიპოვა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
სკოლა თამარ სივსივაძეს გრანტის მოპოვებას, კურსდამთავრებულებს კი სტუდენტობას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.