ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლაში ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება „შემოდგომა ჩემს სოფელში“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე, თეატრალური მონაცემებიც აჩვენეს. გააცოცხლეს ნამდვილი ლეჩხუმელი გლეხკაცის საშემოდგომო ფუსფუსი, შრომა და სამზადისი ზამთრისთვის.
გამოფენაზე ფოტო სურათებით ნაჩვენები იყო განსაკუთრებული და ფერადოვანი ლეჩხუმური შემოდგომა.
როგორც დეხვირის საჯარო სკოლაში აღნიშნეს, მთაში შემოდგომა განსაკუთრებულია, რადგან ის ხვავთან, ბარაქასთან და სიმდიდრესთან ასოცირდება.
იხილეთ ფოტოები