მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები ვიკტორ კლინკაროვი და ქრისტინე ლავრენტიევა მონაწილეობას იღებდნენ მარნეულის ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებულ თავისუფალი თემების კონკურსში სახელწოდებით „მასწავლებელი თანამედროვე სამყაროში“.
ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც მონაწილეობის სიგელებით დაჯილდოვდნენ, კონკურსზე ძალიან საინტერესო თემები წარმოადგინეს და სკოლას შესაბამისი წარმატებაც მოუტანეს. ვიკტორკლინკაროვის ნაშრომი ჟიურის რჩეული გახდა და მას სიგელთან ერთად საჩუქრად წიგნი გადაეცა.
მოსწავლეების კონკურსში მონაწილეობა ქართული ენის კონსულტანტ- მასწავლებლის თინა ბაწაშვილის ხელშეწყობით მოხდა.
გთავაზობთ ამონარიდებს ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თემებიდან:
ქრისტინე ლავრენტიევა : "მასწავლებელი თანამედროვე სამყაროში“ - ჩემთვის ნიშნავს ადამიანს, რომელსაც უყვარს ბავშვები, რომელიც იცინის, მეგობრულია და იცის რა მინდა მე.
ვიკტორკ ლინკაროვი: "თანამედროვე სამყაროს მასწავლებელს თანამედროვე სკოლა უნდა ჰქონდეს. მაგალითად, სკოლაში საწოლები მინდა იყოს, დასაძინებლად, ვისი სახლიც შორს არის ან კიდევ ვისაც სახლში წასვლა არ უნდა სკოლაში დარჩებოდა.“
იხილეთ ფოტოები