აღვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
16-11-2018
ცაგერის მუნიციპალიტეტის, აღვის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ქუთაისში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ბაგრატის ტაძარი მოინახულეს და ქუთაისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

„ბავშვებმა გაიხსენეს ისტორიული ფაქტები,ბევრი იმხიარულეს და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ შინ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203