ახმეტის მუნიციპალიტეტის ოჟიოს საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში პროექტი „კინო სკოლაში“ ხორციელდება.
პროექტმა მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. „კინო სკოლაში“-ს ფარგლებში ისინი უყურებენ შემეცნებით და მხატვრულ ფილმებს, ჩვენების შემდეგ კი განიხილავენ ნანახს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები