ალავარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროკავშირის ისტორიას გაეცნენ
16-11-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ალავარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, მარნეულში „ევროპის დღე 2018“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ. მოსწავლეები ინფორმაციულ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვნენ, კულტურული წარმოდგენები ნახეს და ევროკავშირის ისტორიას გაეცნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები სკოლაში სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.