თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის პერსონაჟები სცენაზე გააცოცხლეს
16-11-2018
თბილისის N212 საჯარო სკოლაში სასკოლო ღონისძიება „შემოდგომის გაცილება „კაცია-ადამიანის მიხედვით“ გაიმართა.
ღონისძიებაში მესამე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ილია ჭავჭავაძის პერსონაჟები სცენაზე გააცოცხლეს და მაყურებლების აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
მოსწავლეებს კლასის დამრიგებელი ირმა პავლიშვილი და მუსიკის პედაგოგი ქეთევან წენგუაშვილი ხელმძღვანელობდა.