ქესალოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ქართულ და ინგლისურ ენაზე ჩაატარეს
16-11-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქესალოს საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ქართულ და ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, გამოცანები და შეასრულეს ცეკვები.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პროგრამა „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების“ კონსულტანტ-მასწავლებელი მარიამ ლონგურაშვილი, ამავე პროგრამის დამხმარე მასწავლებელი ია სახვაძე და ინგლისური ენის მასწავლებელი თათია დემეტრაშვილი.
ღონისძიებას სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.