ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავი ნამდვილ მეცნიერებად იგრძნეს
16-11-2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის მასწავლებლის, შორენა ბაცანაძის ხელმძღვანელობით, თბილისის სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

ბავშვებმა დაათვალიერეს მუსიკალური ოთახი, ფიზიკის მუზეუმი, სადაც თავი ნამდვილ მეცნიერებად იგრძნეს.

ბავშვებს ფიზიკა და ქიმია სახალისოდ მოეჩვენათ და მათ მეტი ინტერესი გაუჩნდათ ამ საგნების მიმართ.

სახალისო მუზეუმი მართლაც ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც ქიმიისა და ფიზიკის ყველაზე რთული კანონებიც კი მარტივია.

ბავშვებმა გაიგეს ბევრი საინტერესო რამ და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203