მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთელის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა იმპრესიონიზმზე ისაუბრეს და მასწავლებლის მითითებით სხვადასხვა დავალება შეასრულეს. იმპრესიონიზმი არის მიმდინარეობა მხატვრობაში, რომელიც ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.