საკლასო შეფასების საკითხებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდება
17-11-2018

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, 16:00 საათზე, საკლასო შეფასების საკითხებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ვებინარი - ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვებინარის თემაა ჯგუფური მუშაობის შეფასება.

ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციაზე განხილული იქნება ჯგუფური მუშაობის შეფასების სხვადასხვა ფორმები.

ჯგუფური მუშაობის შეფასების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ისაუბრებს, როგორც ვებინარის წამყვანი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკლასო შეფასების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი, ასევე, იმ სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებმაც შეფასების ეს ფორმები სასწავლო პროცესში გამოსცადეს.

ვებინარში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

დარეგისტრირებულ მსმენელებს გაეგზავნებათ ვებინარის ბმული და ჩართვის ინსტრუქცია.

რეგისტრაცია 19 ნოემბერს დასრულდება.

ვებინარში მონაწილეობა შეეძლება ყველა მოქმედ მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს. ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. ვებინარი იქნება ინტერაქტიული - მასწავლებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება.

ასევე იხილეთ:

ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციები ჩატარდება

ბიოლოგიის პედაგოგებისთვის და მასწავლებლობის მსურველებისთვის ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციების ციკლი იწყება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203