ფრანგი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი საქართველოს ეწვევა
17-11-2018

ფრანგი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ერიკ-ემანუელ შმიტი ნოემბრის ბოლოს საქართველოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, 30 ნოემბერს მკითხველთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

ერიკ-ემანუელშმიტი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფრანგულენოვანი ავტორია.

მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, სპექტაკლები კი 50-მდე ქვეყანაშია დადგმული.

ერიკ-ემანუელ შმიტის ნაწარმოებებია: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „ნოეს შვილი“, „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“, „პილატეს სახარება“ და სხვა.

ცნობილი მწერალი 1960 წელს დაიბადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203