საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის ახალი სახელმძღვანელო შეიქმნა
17-11-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს მოიცავს.

სახელმძღვანელო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. საგარეო უწყების ცნობით, ის აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე.

საზღვარგარეთ 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი ფუნქციონირებს, რომელშიც 3 000-მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203