რომელ რიცხვამდე გაგრძელდება მზიანი და თბილი ამინდები საქართველოში
19-11-2018

საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 19-20 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 21-22 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 19-21 ნოემბერს +13, +15, ხოლო 22 ნოემბერს +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203