თბილისის N87 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილიას „სარჩობელაზედ“ მიხედვით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს
19-11-2018
თბილისის N87 სკოლის 9ე კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. სასამართლო პროცესის სცენარი სკოლის აღსაზრდელებმა ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „სარჩობელაზედ“ მიხედვით მოამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეცხრეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესოდ წარსდგნენ.
იმიტირებული პროცესი მოსამართლეების, ნაფიცი მსაჯულების, ბრალდებულის, მბრალდებლისა და დაცვის თანხლებით ჩატარდა. პროცესის დასრულების შემდეგ თანამედროვე ცხოვრებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და მის როლზე დიკუსია გაიმართა. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.