თეთრიწყლების საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
19-11-2018
თელავის მუნიციპალიტეტის, თეთრიწყლების საჯარო სკოლის პედაგოგებმა 2018-2019 საწავლო წელი განახლებული სტატუსით დაიწყეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სტატუსი ფიზიკის პედაგოგმა ლეილა ჯეირანაშვილმა, მათემატიკის მასწავლებელმა ასმათი არაბულმა და მუსიკის მასწავლებელმა ნანი ჩარექიშვილმა აიმაღლეს.
ამჟამად, სკოლას 14 უფროსი მასწავლებელი ჰყავს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საწავლო წელი წარმატებით დაიწყეს სკოლის მოსწავლეებმაც. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მე-10 კლასის მოსწავლე ანანო არაბული პორტაბელური კომპიუტერით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ მე-10 კლასში სულ 2 მოსწავლე ირიცხება.
„მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მდებარეობს ცენტრიდან შორს და მაღალმთიან ზონას მიეკუთვნება სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებსა თუ აქტივობებში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.