ორლოვკის საჯარო სკოლაში ბუნების საინტერესო გაკვეთილები ტარდება
19-11-2018
ორლოვკის საჯარო სკოლაში, საგნის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით, ბუნების განსხვავებული გაკვეთილები ტარდება.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა საგნის მასწავლებლის ნანა ბაღიშვილის დახმარებით ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მიზანი იყო ბავშვებს ენახათ როგორ ხდება ნახშირორჟანგის აღმოჩენა.
აღნიშნული გაკვეთილი ორლოვკის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის იყო სახალისო, განსხვავებული და საინტერესო. იხილეთ ფოტოები