საბა დადვანის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტანძიის საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
აღნიშნულ ღონისძიებაში ტანძიის საჯარო სკოლის მე-7 დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ მოიძიეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.
იხილეთ ფოტოები