დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები რაჭას ესტუმრნენ
19-11-2018
დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროექტით რაჭას ესტუმრნენ.
მათ მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად რაჭის ღირშესანიშნაობები, ეკლესია-მონასტრები და მუზეუმები დაათვალიერეს.
ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს: ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ონის ებრაული სინაგოგა, ბარაკონი, მინდაციხე, საყინულე მღვიმე, სიყვარულის ჩანჩქერი,ხოტევი, ნიკორწმინდა და შაორის წყალსაცავი.