გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონათა კვარტეტი „ანეთი“, პედაგოგთან იზა წყალობაშვილთან ერთად, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საკონცერტო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
„ანეთი“ მიმდინარე წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, ათენის „კავკასიის“ კულტურის ცენტრის დირექტორის ავთანდილ მიქაბერიძის მიერ იქნა მიწვეული.
კონცერტებზე გოგონებმა შეასრულეს პოეტ ნელი თედიაშვილის ლექსებზე დაწერილი სიმღერები, რომელიც ჯგუფს თან ახლდა. ემიგრანტებისთვის გამართულმა ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
გოგონათა კვარტეტი „ანეთი“ მადლობას უხდის დავით ხახუტაშვილს,რომელმაც კვარტეტს მატერიალური დახმარება გაუწია. ასევე გავაზის საჯარო სკოლის დირექტორს ლელა კაპანაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს მოსწავლეთა განვითარებასა და წარმატებისთვის.
იხილეთ ფოტოები