ბაკურიანის საჯარო სკოლაში ბავშვებისთვის სწავლების განსხვავებული სტილი მოიფიქრეს
19-11-2018
დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, მათში საგნის მიმართ ინტერესის გაღვიძებისა და გაკვეთილის მეტად გასამხიარულებლად განსხვავებული და საინტერესო მეთოდები მოიფიქრეს. IIIბ კლასში ჩატარდა გაკვეთილი სახელწოდებით „მოგზაურობა კოსმოსში“. სადაც მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებლის ანა ტყემალაძის ორგანიზებითა და დახმარებით პლანეტების როლი „მოირგეს“ და თითოეული მათგანი დაახასიათეს.
სანახაობა აღმოჩნდა საკმაოდ ლამაზი და სკოლის წარმომადგენლების აღნიშვნით დასახულმა მიზანმაც გაამართლა. იხილეთ ფოტოები