დაბა თამარისის საჯარო სკოლაში ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
19-11-2018
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა თამარისის საჯარო სკოლაში ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში ოთხი ეროვნების - სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი და ქართველი მოსწავლეები სწავლობენ. სკოლის აღსაზრდელებმა ოთხივე ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და ღირსშესანიშნეობები წარმოადგინეს. 

„12 ნოემბერს ეთნიკურად ბერძენმა მოსწავლეებმა ბერძნული ტრადიციები წარმოადგინეს და საზოგადოებას საბერძნეთის ისტორია და კულტურა გააცნეს. 13 ნოემბერს დამსწრე საზოგადოების წინაშე ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები წარსდგნენ, 14 ნოემბერს- ქართული სექტორის მოსწავლეები, 15 ნოემბერს კი - აზერბაიჯანული სექტორის აღსაზრდელები. გავიცანით ოთხივე ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და ღირსშესანიშნეობები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203