მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგეს
19-11-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა „განძის კუნძულზე“ იმოგზაურეს.
ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჯანა ქობალიამ მოსწავლეებს სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოარგო და მცირე ღონისძიება შესთავაზა დამსწრე აუდიტორიას.
მოსწავლეებმა მინისცენები ინგლისურ ენაზე გაითამაშეს.
„ღონისძიების ძირითადი მიზანი მოსწავლეთა მეტყველების უნარის დემონსტრირება იყო. გარდა იმისა, რომ ჩვენი „ნორჩი მოგზაურები“ გამართულად და სწორად მეტყველებდნენ, ყურადღება მიიქცია მათ მიერ შექმნილმა და დახატულმა „განძის კუნძულმა“. აღსანიშნავია, რომ კუნძულის ყველა რეკვიზიტი მოსწავლეების ხელით იყო შექმნილი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.