წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა
19-11-2018
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია - „ბულინგი და ტოლერანტობა“ გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ გაუწია.
პრეზენტაციაში მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აქტივობას მარინა კვარაცხელია ხელმძღვანელობდა. აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებელები ირმა ლუკავა, მზაღო სარია და თამთა ჯალაღონია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ძალადობისა და შემწყნარებლობის შესახებ ისაუბრეს და ამ საკითხების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს. მათ ასევე დაწერეს მომავლის გზავნილები და უთხრეს „არა ძალადობას“.
16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.