კნოლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
19-11-2018
ქარელის მუნიციპალიტეტის, კნოლევის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“ გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა ეკატერინე მაისურაძემ და დარეჯან ცუხიშვილმა გაუწიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებმა პატარებისთვის თავისუფალი და შემოქმედებითი გარემო შეექმნეს. სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის კუთხე მოაწყეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და ჩურჩხელები ამოავლეს. მოსწავლეებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
სკოლაში გამოიფინა თემაზე - „შემოდგომის ხე“ შექმნილი ნახატები. ნამუშევრები სკოლის აღსაზრდელებმა ბუნებასა და გარემოზე დაკვირვების შედეგად შექმნეს.