ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებაში მონდომებით ჩაერთნენ
19-11-2018
შუახევის მუნიციპალიტეტის ბრილის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში მონდომებით ჩაერთნენ.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. იხილეთ ფოტოები