„ხილთა ქება“ - ზედა საზანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო კონკურსი მოაწყვეს
19-11-2018
ზედა საზანოს საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის შესახებ  საინტერესოდ  ისაუბრეს. 

ისინი, ასევე, ჩაერთნენ კონკურსში, რომელიც საუკეთესო, სასარგებლო და  საინტერესო ხილის გამოვლენას მოიცავდა. 

სკოლის დირექციის ცნობით, ღონისძიების მსვლელობისას ერთმანეთს ცვლიდნენ  კოსტუმებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები, რომლებიც ხილს ასახიერებდნენ: ვაშლი-მარიამ ურიადმყოფელი, ატამი-ნათია გიორგაძე, ფორთოხალი-ლევან გიორგაძე, საზამთრო-ბარბარე გიორგაძე, მარწყვი-ანა მემანიშვილი, ლიმონი-ზურა ჭანტურიძე, ბროწეული-ელენე გოგბერაშვილი და ყურძენი-ლუკა ჭანტურიძე. მათ ხილ-ბოსტნეულის სარგებლიანობაზე შთამბეჭდავად ისაუბრეს. ასევე - სიმღერები შეასრულეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ლედი ჭანტურიძე, რომელმაც  რევაზ ინანიშვილის „მარტოობა“ მხატვრულად წაიკითხა. 

ღონისძიება  სკოლის დირექტორმა მამუკა მექვაბიძემ შეაჯამა, რომელმაც  კლასის დამრიგებელ დარეჯან ჭანკვეტაძეს და პატარებს ლამაზი და საინტერესო ღონისძიებისათვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203