გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის კვირეული ჩატარდა
19-11-2018
მიმდინარე წლის 16 ნოემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში,რომელიც 16 ნოემბერს ჩატარებულ ღონისძიებას წინ უძღოდა, განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინფორმირებას, მათ ჩართვას დისკუსიაში და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. 

განსახილველი თემები იყო ტოლერანტობა, ტოლერანტული ურთიერთობების ჩამოყალიბების გზები, ბულინგი, როგორც არატოლერანტული ქცევების ერთობლიობა და ა.შ.  გორელოვკის N3 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა  წარადგინეს რ.ჯ. პალაციოს  წიგნი "საოცრება". მოეწყო სტივენ ჩბოსკის მიერ ამავე წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება- განხილვა. 
 
კვირეულის ორგანიზატორის, თეონა ჯუღელის განცხადებით,  იგეგმება ამგვარი ღონისძიებების მოწყობას რეგულარული ხასიათი მიეცეს, ვინაიდან მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტოლერანტული კულტურის ჩამოყალიბებას სასკოლო გარემოში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203