გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
19-11-2018
გუთურის საჯარო სკოლასთან არსებული „მკითხველთა წრის“ წევრი მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ექსკურსიაზე მოსწავლეებს მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ ესაუბრნენ.
ნოდარ დუმბაძე ქალაქ თბილისში დაიბადა, დედ-მამის რეპრესირების შემდეგ კი გურიაში, სოფელ ხიდისთავში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სკოლა დაასრულა. მის კალამს ეკუთვნის რომანები, იუმორისტული ჩანახატები, ლექსები და მოთხრობები.