მოქანდაკისა და მხატვრის - ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გამოფენისთვის გალერეამ ერთ სივრცეში ავტორის გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დროს საკონკურსოდ შექმნილი ესკიზები და მოდელები შეკრიბა.
მოსწავლეები ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედებას და სხვადასხვა ქალაქის სიმბოლოდ ქცეულ მის ნამუშევრებს გაეცნენ.
ექსკურსიას სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ხელოვნების მასწავლებლები გიორგი ღვალაძე და თამარ მაღრაძე ხელმძღვანელობდნენ.