შუახევის მუნიციპალიტეტის პაპოშვილების საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა.
მოსწავლეები, რომლებმაც კონკურსში მაღალი ქულები დააგროვეს ჩემპიონატის მეორე ტურში სკოლის სახელით მიიღებენ მონაწილეობას, სადაც შეეცდებიან მოიპოვონ ჩემპიონატის ფინალში მუნიციპალიტეტის სახელით ასპარეზობის უფლება.
ნიკა ფუტკარაძე, გივი ფუტკარაძე, ნანა მჟავანაძე, მაკა ფუტკარაძე და სულხან ფუტკარაძე პაპოშვილების საჯარო სკოლას ინტელექტ- ჩემპიონატის მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
იხილეთ ფოტოები