იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-3ვ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის სოფო ჯანგავაძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „მე შემოდგომის სისავსე მიყვარს“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის თემაზე მრავლფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლებიც.
„სოფო მასწავლებელმა და მისმა პატარებმა არაჩვეულებრივი, ჩვენი პატარებივით საინტერესო, ცოცხალი და მეტყველი საშემოდგომო ნამუშევრები შექმნეს. სკოლა წარმატებებს უსურვებს პედაგოგს და მის აღსაზრდელებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები