ხაშურის N8 საჯარო სკოლას პოლონელი მოსწავლეები ესტუმრნენ
19-11-2018
4 წელია, რაც ხაშურის N8 საჯარო სკოლაში ქართულ-პოლონურ გაცვლითი პროგრამა „ლიდერობის აკადემია“ ხორციელდება. სკოლამ წელსაც არ უღალატა ამ ტრადიციას და 10 დღით პოლონელ სტუმრებს უმასპინძლა.
სკოლის დირექტორმა მანანა ხიჩაკაძემ ღირსეული მასპინძლობა გაუწია სტუმრებს.
„ეს იყო სხვადასხვა აქტივობით დატვირთული, ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის ზიარების 10 შთამბეჭდავი დღე - სავსე სიყვარულითა და მრავალი ბედნიერი წუთით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პოლონეთიდან სკოლას ეწვია 20 მოსწავლე, სკოლის დირექტორი ევგენი უშშვეცკი და ოლქის გუბერნატორი ბოგდან ზელინსკი.
სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს კუთხეები, გაიცნეს ქართული სამზარეულო, ქართული ადათ-წესები, ცხოვრობდნენ ქართულ ოჯახებში.
კვირეულის ბოლოს გაიმართა გამოსამშვიდობებელი საღამო და ხაშურის N8 საჯარო სკოლის 20 მოსწავლე და 4 პედაგოგი ცეხანოვეცის საშუალო სკოლას ესტუმრა.