მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის ახოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
მასწავლებლის დღეს ახოს საჯარო სკოლაში სიმბოლურად დაამთხვიეს სკოლის უხუცესი პედაგოგის შუშანა დავითაძის გაცილება, რომლის სამუშაო გამოცდილებაც 70 წლის ასაკში - 50 წელს ითვლის.
საზეიმო ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გორგილაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები