ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
20-11-2018
შუახევის მუნიციპალიტეტის, ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა.
პირველი ტურის ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
ტესტირებას „ეტალონის“ პედაგოგი მიხეილ მუკუტაძე ხელმძღვანელობდა. ტესტირებაში 9 მოსწავლე მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.