„ეტალონმა“ დაბლაციხის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
20-11-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა. პირველი ტურის ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.