კახეთის რეგიონის 332 წარჩინებული მოსწავლე ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
წარმატებულ მოსწავლეთა რიგებში სიღნაღის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარმატებულ კურსდამთავრებულები ლელა ხმალაძე, ანანო ნიკვაშვილი და ნუცა დარბაიძეს მოხვდნენ, რომელთაც პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ.
მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქეთევან ჭიპაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
პროგრამის
ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
იხილეთ ფოტო