სიღნაღის მუნიციპალიტეტის, საქობოს საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.
ზეიმი სკოლის აღსაზრდელმა გიორგი მამაიშვილმა გახსნა და ლექსი „შემოდგომა“ წაიკითხა.
მესამეკლასელებმა იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და ბევრი იმხიარულეს. ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებმა ჩურჩხელები ამოავლეს.
იხილეთ ფოტოები