უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის თემაზე ტრენინგი ჩაატარეს
20-11-2018
უჩხოს საჯარო სკოლის „წიგნის მოყვარულთა კლუბის“ წევრებმა (კლუბის ლიდერი: ქეთი დეკანაძე, ხელმძღვანელი: ეთერ აბულაძე) ხულოს საჯარო სკოლაში ტრენინგი თემაზე: „ბულინგი სკოლაში“ ჩაატარეს.
ტრენინგი სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა და ამ თემაზე ორივე სკოლის მოსწავლეთათვის (VIII-IX-X-XI კლასელთათვის) ნინო ბოლქვაძემ და თამთა დეკანაძემ ისაუბრეს. (მოსწავლეებს ქეთი კომახიძე და თიკა ბოლქვაძე ეხმარებოდნენ).
„ტრენინგის მიზანი იყო მიგვეწოდებინა ინფორმაცია მოსწავლეებისთვის ბულინგზე და მის სახეებზე. ჩვენ დავსახეთ ბულინგის პრევენციისა და შემცირებისათვის საჭირო გზები სხვადასხვა სიტუაციითა და აქტივობით, რომლის საფუძველზე გავმართეთ დისკუსია“ - აღნიშნეს ტრენერებმა.
შეხვედრას ორივე სკოლის პედაგოგები და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.