რუსთავის N16 საჯარო სკოლაში „ქოსფლეის“ დღე მოეწყო
20-11-2018
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის N16 საჯარო სკოლას მოსწავლეები სხვადასხვა პერსონაჟის ფორმაში გამოწყობილები ესტუმრნენ. 

სკოლაში „ქოსფლეის“ დღე მოეწყო. „ქოსფლეის“ ანუ კოსტიუმირებული შოუს სუბკულტურა იაპონიაში დაიწყო, მას მიმდევრები საქართველოშიც ჰყავს. 

შოუს მონაწილეები თვეების განმავლობაში ემზადებიან ერთი დღისთვის, როცა კომპიუტერული თამაშის, კომიქსების ან ანიმაციის საყვარელი პერსონაჟების როლს მოირგებენ და ერთმანეთს ხელნაკეთ კოსტიუმებში გამოწყობილები შეხვდებიან. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203