თბილისის N103 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება მოეწყო
20-11-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის III ა მოსწავლეები, კლასის დამრიგებელთან მანანა მუჩიაშვილთან და მშობლებთან ერთად ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ. აღნიშნულმა კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის გასვლითმა ღონისძიებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებზე.
ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში გიდმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თითოეული საკრავის შესახებ და აჩვენა ფილმი, სადაც საკრავი და მისი ხმიანობა იყო ნაჩვენები.
მოსწავლეებმა მუსიკის თეორიაში კარგი ცოდნა გამოავლინეს და მუსიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხზე დამატებითი ინფორმაციაც მიიღეს. ექსკურსიას ესწრებოდა მუსიკის პედაგოგი ლია კირვალიძე. ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის შემდეგ მოსწავლეებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს.