თბილისის N54 საჯარო სკოლის წარმომადგენლები საერთაშორისო სემინარზე ტალინში იმყოფებოდნენ
20-11-2018
ტალინის „მარტხის სკოლის“ მიწვევით სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ქეთევან ჩოქური, სასკოლო ღონისძიებების ორგანიზატორი დარეჯან ნებიერიძე და ინგლისური ენის მასწავლებელი მარიკა მელაძე ესტონეთში, ქალაქ ტალინსა და ნარვაში, საერთაშორისო სემინარზე: „სწავლების თანამედროვე მეთოდები“  იმყოფებოდნენ. 

სემინარის ფარგლებში სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური წარსდგა პრეზენტაციით - „პროექტით სწავლება“, „სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში“.

თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორის ქეთევან ჩოქურის თქმით აღნიშნული სემინარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმაციული სკოლის წარმომადგენლებისთვის.

„მოგვეცა საშუალება უშუალოდ გავცნობოდით განათლების რეფორმის მიმდინარეობას ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, პოლონეთსა და რუსეთში. ვფიქრობ, მათი გამოცდილების ზოგიერთი ასპექტის გაზიარება და დანერგვა სასწავლო პროცესში დადებითად აისახება ჩვენს აღსაზრდელებზე“.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203