ბარათაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში ცოდნა განიმტკიცეს
20-11-2018
ამირან მამალაძის სახელობის ბარათაულის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა ინგლისურში ცოდნა განიმტკიცეს.
„მოსწავლეებმა სახელმძღვანელოში მოცემული არაფორმალური იმეილის ტრანსფერი მოახდინეს რეალურ სიტუაციასთან. დავალების მიზანიც ეს იყო და ასევე, ლექსიკური მარაგის გამდიდრება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ამ დავალების შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს წინდებულების, გარეგნობისა და ხასიათის თვისებების (traits) სწავლა-გაერთიანება და გამოავლინეს ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენების უნარიც.