თბილისის N39 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილები ტარდება
20-11-2018

თბილისის N39 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ნინო გერსიმაშვილმა ჩაატარა გაკვეთილი, სადაც დავით სარაჯიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.


შეხვედრაზე, რომელიც თბილისის 39-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებისთვის იყო გათვლილი, ნინო გერსიმაშვილმა მოსწავლეებთან ისაუბრა რა არის ქველმოქმედება, სიკეთე, მოწყალების გაღება. 

მოსწავლეები ლექციაზე გაეცნენ დავით სარაჯიშვილის ცხოვრებას, მოღვაწეობას და დამსახურებებს, გაიგეს რა სახის საქველმოქმედო საქმიანობებს ეწეოდა ის წლების განმავლობაში.

მოსწავლეებისთვის აღნიშნული გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული.

იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203