წალკის N2 საჯარო სკოლას ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ლია გიგაური ესტუმრა
20-11-2018
წალკის N2 საჯარო სკოლას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ესტუმრა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და აპარატის წარმომადგენლები ტოლერანტობის კვირეულისადმი მიძღვნილ გაკვეთილს დაესწრნენ. გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ოთარაშვილმა ჩაატარა. გაკვეთილზე სკოლის აღსაზრდელებმა ტოლერანტობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლია გიგაური მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, სკოლის ბიბლიოთეკას კი საქართველოს ისტორიის ოთხტომეული აჩუქა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203