რუსთავის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი ხორბლის ჯიშების გამოყვანა- გამრავლების პროცესს დააკვირდნენ
20-11-2018
რუსთავის N10 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები მარნეულის რაიონის ლომთაგორას დასახლებაში, ფირმა "ლომთაგორა“-ში იმყოფებოდნენ. სადაც ადგილობრივი ხორბლის ახალი ჯიშების გამოყვანა და გამრავლება მიმდინარეობს. მოსწავლეები აღნიშნულ გასვლით ღონისძიებაზე, რომელიც ,,ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია 2019“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ბიოლოგიის პედაგოგთან ნაირა მამუკელაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.
მათ დაათვალიერეს ფირმის საკოლექციო მუზეუმი და მოისმინეს ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორის, სელექციონერ ირაკლი რეხვიაშვილის ლექცია - ხორბლის ისტორიული განვითარებისა და ახალი ჯიშების გამოყვანის მეთოდების შესახებ, სადაც აღინიშნა რომ უახლოეს მომავალში ქართულ ხორბალს იუნესკოს მიერ მიენიჭება არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი.