თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევერესტის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
20-11-2018
თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევერესტის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები.
სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა გახლავთ, მოსწავლეთა პედაგოგი კი - თამილა ბარამიძე.
სკოლის მოწაფეებმა, ნატალი და სოფიო პრიხოდკოებმა, რომლებიც სწავლებას სსსმ გეგმით გადიან, ქართული ენისა და ლიტერატურის ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და „ვერცხლის ათეულში“ მოხვდნენ.
დირექცია მათ ამ წარმატებას ულოცავს და მეტ გამარჯვებას უსურვებს.